ჩემი კარცერ books -ი

             პატარა უფლისწული-ანტუან დე სენტ ეგზიუპერი  1943

the-little-prince

                                                 ოსტატი და ვარდისფერი ქალბატონი-ერიკ ემანუელ შმიტი 2002

jjra5mbsd6f29l41qtj
თოლია  ჯონატან ლივინგსტონი-რიჩარდ ბახი  1970

873472940_0b6888b67f_b
ბაბუაწვერას ღვინო-რეი ბრედბერი  1957

dandelion-wine-book-cover
რომანივით საკითხავი-დანიელ პენაკი  2008

tumblr_lyyu2x238j1r835j3o1_1280

Continue reading “ჩემი კარცერ books -ი”

Advertisements

,,შეხვედრა ჩემს ურჩხულებთან-ზიზღი,ვიქექები მათში,ჩასწორებები”_პოლ ვალერი

მასწავლებლები თავიანთ ძალაუფლებას დაშინებაზე ამყარებენ.ლიტერატურას სალდაფონების თვალით უცქერენ.სიბრიყვე და გულცივობა ,ვგონებ,პროგრამაში უნდა ეწეროთ.მაღალი კლასების მოსწავლეებს სულიერი სიღარიბე და ფანტაზიის სრული უქონლობა ახასიათებთ.ამ კოშმარული სულიერი მდგომარეობიდან იშვა სწავლის მიღებული სისტემისადმი წინააღმდეგობა.
იქნებ ეს ,,წინააღმდეგობა” აუცილებელი არც იყოს მაღალი ინტელექტის ჩამოსაყალიბებლად,მაგრამ დაუკმაყოფილებლის გრძნობის გამოწვევით კი ყველაფრის ხელახალი გადახალისების მოთხოვნილებას აღძრავს

რამდენი რამის არცოდნაა საჭირო, რომ იმოქმედო.

Continue reading “,,შეხვედრა ჩემს ურჩხულებთან-ზიზღი,ვიქექები მათში,ჩასწორებები”_პოლ ვალერი”

გუბერნატორის არჩევნები-მარკ ტვენი

ამ რამდენიმე თვის წინათ დამოუკიდებელთა პარტიამ ჩემი კანდიდატურა წამოაყენა ნიუ-იორკის დიდი შტატის გუბერნატორის თანამდებობაზე.კენჭი უნდა მეყარა მისტერ ჯონ სმითისა და მისტერ ბლენკის წინააღმდეგ,რომელთა კარდიდატურები სხვა პარტიებმა წამოაყენეს.ვგრძნობდი ,რომ ამ ჯენტლმენებთან შედარებით ერთი დიდი  უპირატესობა მქონდა შეუბღალავი რეპუტაცია.უბრალოდ რომ გადაგეკრათ თვალი გაზეთებისთვის,მიხვდებოდით,რომ თუკი ოდესმე ჰქონდათ ჩემ მეტოქეებს კარგი სახელი ,ეს დრო უკვე წარსულს ჩაბარებოდა:ათასი ჭუჭყი მოსცხებოდათ ამ ბოლო წლებში.თავი მომქონდა ჩემი უპირატესობით და გახარებული ვიყავი .თუმცა ერთ რამეზე მეთანაღრებოდა გული-ჩემი გვარი ყალთაბანდებთან ერთად უნდა ეხსენებინათ.სულ უფრო და უფრო მაწუხებდა ეს ფიქრი.ავდექი და ბებიაჩემს წერილი მივწერე ასე და ასეა -მეთქი.პასუხს არ დაუგვიანია ,ბებია მწერდა:

,,მთელი შენი დღე და მოსწრება პატიოსნად და სინდისიერად იქცეოდი;ძეხორციელს ვერ ნახავ ,თუნდაც ერთი ბეწო უსინდისობა ახსოვდეს შენი .ეგ შენი  მეტოქეები ხო ხედავ ,რა ხალხიც ყოფილან –გაზეთებში ჩაიხედე და გაიგებ.შენ თვითონვე განსაჯე-გეკადრება კი ,თავი დაიმცირო და საჯაროდ შეებრძოლო მაგისთანა ხალხს!”

სამუელ კლემენსი

Continue reading “გუბერნატორის არჩევნები-მარკ ტვენი”

მიტაცებული სახლი – ხულიო კორტასარი

სახლი ჩვენ მოგვწონდა.იგი ფართოც იყო და ძველიც(რასაც იშვიათად შეხვდებით ახლა,როცა ძველ სახლებს გამორჩენის თვალით უყურებენ).მაგრამ მთავარი მაინც ის იყო ,რომ იგი ინახავდა ჩვენი წინაპრების ხსოვნას,პაპაჩემისას -მამის მხრიდან,დედაჩემის,მამაჩემის და ბავშვების ხსოვნას.

ხულიო კორტასარი

მე და ირენე მარტო ყოფნას მივეჩვიეთ.თუმცა,რასაკვირველია ,ეს სისულელე იყო,-ჩვენს სახლში ბარე რვა კაცი დაეტეოდა.შვიდ საათზე ვდგებოდით,იქაურობას ვალაგებდით,დაახლოებით თერთმეტ სააათზე მე ქურასთან ვიწყებდი ტრიალს,დარჩენილ ორ-სამ ოთახს კი მისალაგებლად დას ვუტოვებდი.ზუსტად შუადღისას ვსაუზმობდით,ამის მერე ჭურჭლის დარეცხვის გარდა საქმე აღარაფერი გვქონდა.მაგიდასთან შემომსხდრებს გვიყვარდა ჩვენს დიდსა და მყუდრო სახლზე ფიქრი,ფიქრი იმაზე,სხვის დაუხმარებლად როგორ მშვენივრად ვუძღვებოდით აქაურობას .ხანდახან გვეგონა,რომ სწორედ ამ სახლის გადამკიდენი დავრჩით მარტონი.ირენემ სრულიად უმიზეზოდ უთხრა უარი ორ საქმროს,ჩემი მარია ესთერი კი დაწინდვამდე გარდაიცვალა.ორივენი ორმოცს ვიყავით მიტანებულნი და თითოეულს ჩვენდათავად გვჯეროდა,და ძმის უშფოთველი და გულითადი ურთიერთობით დავასრულებდით ამ სახლის ყოფილ ბინადართა საგვარეულოს:ვფიქრობდით,ოდესმე ,აქ დავიხოცებით,სახლს კი ჩვენი უცხვირპირო შთამომავლობა დაეპატრონებოდა და ქვითა და მიწით სარგებლობის გულისათვის ნანგრევებად აქცევდა მას.ან სანამ გვიან არ იყო,იქნებ ჩვენ თვითონ დაგვენგრია? Continue reading “მიტაცებული სახლი – ხულიო კორტასარი”

,,სიყვარულის მონები ” – კნუტ ჰამსუნი

ეს ყელაფერი გულის მოსაოხებლად,დღეს თავად დავწერე.სიცოცხლის ხალისი აღარ მაქვს.დავკარგე სამსახური და,საერთოდ,ყველაფერი.ადრე კაფე ,,მაქსიმილიანში” ვმუშაობდი.

კნუტ ჰამსუნი (პედერსენი)1859-1952))

ნაცრისფერ კოსტიუმში გამოწყობილი მამაკაცი ორ მეგობართან ერთად ყოველ საღამოს მოდიოდა და ჩემს ერთ-ერთ მაგიდასთან ჯდებოდა.კაფეს,როგორც წესი ,ბევრი ადამიანი სტუმრობდა და ჩემთვის ორიოდე თბილ სიტყვას არავინ იშურებდა,არავინ მის გარდა.მაღალი იყო ,გამხდარი ,რბილი შავი თმითა და ცისფერი თვალებით,რომლებიც იშვიათად,მაგრამ მაინც მამჩნევდნენ.ზედა ტუჩს ოდნავ შესამჩნევი ღინღლი უფარავდა.თავიდანვე ეტყობოდა ,რომ დიდად არ ვეპიტნავებოდი.მთელი კვირა ყოველ საღამოს მოდიოდა.მივეჩვიე და როცა არ იყო ,თითქოს რაღაც მაკლდა.ერთხელაც საერთოდ არ მოვიდა.ადგილს ვერ ვპოულობდი .მთელი კაფე შემოვირბინე და უეცრად მოპირდაპირე მხარეს ერთ-ერთი დიდი სვეტის უკან მივაკვლიე.მაგიდასთან მსახიობ ქალთან ერთად იჯდა.ქალს ყვითელი კაბა ეცვა და გრძელი,იდაყვებამდე ხელთათმანები ეკეთა.ძალიან ახალგაზრდაა,მშვენიერი თაფლისფერთვალება.მე კი ლურჯი ფერის თვალები მაქვს. Continue reading “,,სიყვარულის მონები ” – კნუტ ჰამსუნი”

,,პატარა უფლისწული მოკვდა ,გაუმარჯოს პატარა უფლისწულს!”

პატიებას ვითხოვ ბავშვებისაგან, რომ ეს წიგნი დიდს მივუძღვენი. მე სერიოზული მიზეზი მქონდა ამისთვის: იგი ჩემი საუკეთესო მეგობარია ამქვეყნად. მაგრამ მე სხვა მიზეზიც მქონდა: ამ დიდს ყველაფერი ესმის, ბავშვებისთვის დაწერილი წიგნებიც კი. და კიდევ ერთი მესამე მიზეზიც: იგი საფრანგეთში ცხოვრობს, სადაც მას შია და სცივა. მას გამხნევება სჭირდება. და თუ ყველა ეს საბუთი საკმარისი არ არის, მაშინ მე ამ წიგნს მივუძღვნი ბავშვს, რომელიც ამ სრულასაკოვან ადამიანად იქცა. ყველა დიდი ხომ ბავშვი იყო ოდესღაც (მაგრამ ძალიან ცოტას ახსოვს ეს). ამიტომ მე ასე შევასწორებ ჩემს მიძღვნას:

ლეონ ვერტს.
როდესაც ის პატარა ბიჭი იყო.
,,ბავშვობის მოგონება,ჩვენი ენისა და თამაშების სამყარო,ყოველთვის უსაზღვროდ რეალურად მოგეჩვენება ,ვიდრე რომელიმე სხვა”-სწერდა ანტუანი დედას .

,,ადამიანი მხოლოდ იმას ამჩნევს სამყაროში, რაც თვითონ მის არსებაშია მოცემული, საჭიროა გარკვეული გაქანება, რომ იგრძნო ვითარების პათეთიკურობა და ყური მიუგდო, რას გამოხატავს იგი.
მხოლოდ სული აქცევს თიხას თავისი შეხებით ადამიანად.
ჭეშმარიტება არის ის, რაც ყველაფერს ამარტივებს.

მე ადამიანის არც აწონვა შემიძლია და არც გაზომვა… არ ვიცი, როგორ გავარკვიო სამართლიანობა. ერთადერთი საკითხია: როგორი სტრუქტურა უფრო უწყობს ხელს შემოქმედებასა და სულიერ ცხოვრებას? ბევრი იმაში ცდება, რომ ფიქრობს, ადამიანის გაზომვა შევძელიო”-წერდა თავის უბის წიგნაკში სენტ ეკზიუპერი

ისა მტანჯავს, რომ, შესაძლოა, ყოველ ადამიანში მოცარტია ჩაკლული.
Continue reading “,,პატარა უფლისწული მოკვდა ,გაუმარჯოს პატარა უფლისწულს!””

ორი საათი რეზერვუარში – ИОСИФ БРОДСКИЙ

მე ვჭმუნავ, ეშმავ…
ა. ს. პუშკინი ვახუშტი კოტეტიშვილის თარგმანი

iosif_brodsky

I

ვარ ანტიფაშისტი და ანტიფაუსტი.
იჰ ლიბე ცხოვრება უნდ აინ ქაოსი.
დას ისტ სასურველი, მაინ ოფიცირენ,
დემ ცაიტ ცუმ ფაუსტ ცოტა შპაცირენ.

II

არ დანებდა პოლონელთა ფანდებს.
მოენატრა თავის ფატერლანდი.
იზიდავდა სიბრძნის დიამანტი.
აეჭვებდა საკუთარი ანდე.
არ უფრთხოდა ქალებს, როგორც ღოლოს.
სექსზე ცხარედ მოკამათე, ბოლოს
ფაკულტეტზე თამაშობდა პოლოს.

შეისწავლა ბანქოს კატეხიზმო.
შემდეგ კარტეზიანიზმი იძმო.
ეგო არტეზიანიზმიც იზმო
ღრმად და აღარ სურდა კვლავაც ზევით.
სულ არ ჰგავდა იგი კლაუზევიცს,
ვერა ფლობდა ხრიკებს ბრძოლა-ზავთა,
რადგან ფატერ მას დურგალი ჰყავდა. Continue reading “ორი საათი რეზერვუარში – ИОСИФ БРОДСКИЙ”