1919 წელს აინშტაინის ცხრა წლის ბიჭუნამ, ედუარდმა ,მამას ჰკითხა;,,მამა ,კაცმა რომ თქვას,რატომ ხარ ასეთი სახელგანთქმული?’ აინშტაინს გაეცინა და მერე სერიოზულად აუხსნა:,,იცი რა ,როდესაც ბრმა ხოჭო სფეროს ზედაპირზე მიცოცავს,ვერ ამჩნევს,რომ მის მიერ განვლილი გზა მრუდია,მე კი წილად მხვდა ბედნიერება ეს შემენიშნა’’

აინშტაინის ბინაში ყველაფერი უბრალო იყო.ნათელი შპალერი ,ოჯახის წევრთა პორტრეტები და ფრიდრიხ დიდის ფოტოგრაფი.კუთხეში დიდი პიანინო-ისევე ,როგორც სხვა მრავალ სახლში.მხოლოდ ბიბლიოთეკა მიუთითებდა პატრონის პროფესიას.მომსვლელი ,რომელსაც სურდა ,სასახლის მოწყობილობაში აინშტაინის პიროვნება დაენახა,იმედგაცრუებული დაბრუნდებოდა უკან,მისი სამუშაო კაბინეტი რომ არ ენახა.კუთხის პატარა კოშკში იყო არც თუ ისე დიდი ოთახი,რომელიც დანარჩენი ბინისაგან კიბით იყო გამოყოფილი,ეს იყო აინშტაინის კაბინეტი.სარკმლიან ნიშაში მრგვალი მაგიდა იდგა.მას თეთრზოლებიანი წითელი ქსოვილი ეფარა.მაგიდაზე ქაღალდების გროვა,ბროშურები და თამბაქოს ფერფლი ყრია.ორი სკამი ,ტახტი და მოპირდაპირე კედელთან წიგნის თაროები აწყვია.თაროებზე ჯურნალები და ორი სქელი ბიბლია აწყვია.თაროზე იდო აგრეთვე მარგოს გაკეთებული არაჩვეულებრივად გრუზათმიანი მოხუცი ებრაელის პატარა ქანდაკება.ამ ქანდაკების ისტორია ასეთია:აინშტაინს თმები ცვიოდა,თმების გასამაგრებლად ელზამ(მეუღლე) ურჩია ხახვი ბლომად ეჭამა.აინშტაინმაც ყურად იღო მისი რჩევა.მარგომ(ელზას შვილმა) გაააკეთა წარწერა,,rabi cvibeli და აინშტაინს უთხრა:ასეთი გრუზადა თმები ექნება ადამიანს ,ვინც ხახვს ჭამსო.მას ძალიან უყვარდა ეს ქანდაკება.სხვისი გემოვნება არასოდეს აღიზიანებდა .მაგიდაზე ნიუტონის პორტრეტი იდო ,მის გვერდით კი პატარა ტელესკოპი.როდესაც მას ეკითხებოდნენ თუ სად იყო მისი ხელსაწყოები,ის ღიმილით შუბლზე მიუთითებდა,კითხვაზე ,თუ სად არის მისი ლაბორატორია,აინშტაინმა თავისი კალამი ამოიღო.

მომიტევეთ,ნიუტონ!

აინშტაინი დილის რვა სააათზე დგებოდა.აბაზანის გავსებამდე ,საშინაო ჩუსტებსა და ხალათში გამოწყობილი,პიანინოს უკრავდა.როდესაც მეუღლე ეტყოდა:,,მზად არის ალბერტ”,ის საააბაზანოში გადიოდა ,ელზა კი ჩქარობდა,კარი მიეხურა,რადგან თვითონ ხშირად ავიწყდებოდა კარების დაკეტვა.საუზმის შემდეგ ჩიბუხს გატენიდა და კაბინეტისკენ გასწევდა.ხშირად ეკითხებოდნენ -რამდენ სააათს მუშაობ დღეშიო?მას კი პასუხის გაცემა უჭირდა იმიტომ,რომ მისთვის მუშაობა ფიქრს ნიშნავდა.
ინგლისელ ასტრონომს და ფიზიკოს ედინგტონს ვიღაცამ უთხრა,რომ ის ეკუთვნის იმ სამი მეცნიერის რიცხვს ,რომლებსაც ნამდვილად ესმით ფარდობითობის თეორიაო,როდესაც მან ედინგტონის სახეზე უხერხული შეცბუნება დაინახა,დარწმუნება დაუწყო,ნამდვილად ასეაო,,არა,-უპასუხა ედინგტონმა,-მე უბრალოდ ვფიქრობ.თუ ვის თვლით თქვენ მესამედ.”
1919 წელს ტაიმსში აინშტაინი წერს:,,აი ,ფარდობითობის მაგალითი მკითხველთა გასართობად,ახლა გერმანიაში გერმანელ მეცნიერს მეძახიან,ინგლისში კი შვეიცარიელ ებრაელს.bete noire (შავი ლამაზმანი-გამოიყენებოდა სალანძღავ სიტყვად)რომ გავმხდარიყავი ,ყველაფერი უკუღმა დატრიალდებოდა:გერმანიიისათვის შვეიცარიელი ებრაელი ვიქნებოდი,ინგლისისთვის კი გერმანელი მეცნიერი

აინშტანის დაბადების დღეს სოლოვინმა და გაბიხტმა ვახშამზე ხიზილალა მოიტანეს.აინშტაინს ხიზილალა არ გაესინჯა.საუბარი ჩამოვარდა ინერციის პრინციპზე.როდესაც მაგიდას მიუსხდნენ ,აინშტაინი ისე გაიტაცა ამ თემამ ,რომ ხიზილალა შეჭამა და არც კი შეუმჩნევია,რას ჭამდა,.ცოტა ხნის დუმილის შემდეგ კი შენიშნა:,,განა ღირს დელიკატესებით გაუმასპინძლდე გაუთლელ ახალგაზრდას სულ ერთია ,მაინც ვერ დაააფასებს’
ბერნში ჩეხური სიმფონიიის კონცერტი უნდა გამართულიყო.აინშტაინმა და მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს უარი ეთქვათ კონცერტზე და გატაცებით ეკითხათ იუმი..მეორე დღეს სოლოვინს ხელში ჩაუვარდა ბილეთი და მარტო წასვლა გადაწყვიტა.მოამზადა ვახშამი,დაუმატა მაგრად მოხარშული კვერცხები ,რაც ძალიან უყვარდა აინშტაინს და ბარათი დატოვა ,,ძვირფას მეგობრებს მოხარშული კვერცხები და სალამი”.აინშტაინმა და გაბიხტმა ეს ბარათი წაიკითხეს ,ივახშმეს,გაააბოლეს ოთახში და წავიდნენ.სოლოვინს კი ბარათი დაუტოვეს ,,ძვირფას მეგობარს სქელი კვამლი და სალამი.დილით კი სასტიკად დაგმეს სოლოვინის მიერ ბარბაროსი ვიოლინოს გამო იუმის უგულვებელყოფა.

ერთ საღამოს აიშტაინისათვის განსაკუთრებით მძიმე სხდომის შემდეგ ,ის და მარია კიური სკამზე ისხდნენ ჯენევის ტბის პირას სადაც აინშტაინმა მოცარტი შეასრულა ვიოლინოზე .კიურიმ აღფრთოვანება ვერ დამალა.
ფილიპ ფრანკი იგონებს,რომ ბერლინში ჩასვლისას,აინშტაინი და ის შეთანხმდნენ,ერთად დაეთვალიერებინათ პოტსდამის ობსერვატორია.დათქვეს,რომ ერთმანეთს დანიშნულ დროს ერთ-ერთ ხიდზე შეხვდებოდნენ.ფრანკს უამრავი საქმე ჰქონდა და წუხდა ვაი თუ დროზე ვერ მოვიდეო,,არა უშავს რა ,ხიდზე მოვიცდი”,- უთხრა აინშტაინმა.,,მაგრამ ეს რომ დროს წაგართმევთ”.,,სრულებითაც არა!მუშაობა ყველგან შემიძლია.განა ხიდზე ნაკლებად შემიძლია ჩემს პრობლემებზე ვიფიქრო,ვიდრე სახლში?

,,ძალიან მძულს ყველა ,ვინც კმაყოფილებით დადის მწყობრში მუსიკის ხმაზე.ამ ადამიანებისთვის თავის ტვინი ზედმეტია,-მათ ზურგის ტვინიც ეყოფოდათ.უნდა აღიგავოს ცივილიზაციის ეს სიმახინჯე.მეთაურის გმირობა,გასულელების გზები,ნაციონალიზმის საზიზღარი სული-როგორ ვერ ვიტან ყოველივეს.რა საძაგელი და საზიზღარი რამაა ომი.უმალ აკუწვაზე დავთანხმდებოდი,ვიდრე ასეთ მდაბალ საქმეში მივიღებდე მონაწილეობას.მიუხედავად ყველაფრისა მე მწამს კაცობრიობის და დარწმუნებული ვარ:ყველა ეს მოჩვენება დიდი ხანია გაქრებოდა ,სკოლა და პრესა რომ არ რყვნიდეს ხალხთა საღ აზრს პოლიტიკური და საქმიანი სამყაროს ინტერესების გულისთვის.”

მოვკვდე, არც ესაა მაინცდამაინც ცუდი

რუზველტისადმი გაგზავნილი წერილი (სადაც აინშტაინი ურანის გამოყებით ატომური ბომბის შექმნის იდას აწვდის მას) ყველა იმმათვის ,ვინც იცნობს ბირთვულ ენერგიაში შრომათა ისტორიას,არ შეიძლებოდა შესაბამებოდა გამოთქმას ,,ღილაკს თითი მე დავაჭირე”. ეს ეპიზოდი იყო ღრმა ტრაგედიის მიზეზი ,რომელსაც გრძნობდა აინშტაინი 1945 წელს და მომდევნო წლებში.
ერთი აბეზარი მნახველი შეეკითხა მას…,,ვინმე რომ შეგეკითხოთ სიკვდილის სარეცელზე მყოფს ,თქვენს ცხოვრებას ამაოდ ხომ არ ჩაუვლიაო ,რას უპასუხებდით?-,,არც სიკვდილის სარეცელზე და არც მანამდე,ასეთი კითხვა ვერ დამაინტერესებდა..მე ხომ ბუნების ნაწილაკი ვარ მხოლოდ” -უპასუხა აინშტაინმა

ცხოვრება -ეს არის ამგზნები და საუცხოო სანახაობა.მე იგი მომწონს,მაგრამ რო მითხრან ,სამი სააათის შემდეგ უნდა მოკვდეო,ეს ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ვერ მოახდენდა.მე ვიფიქრებდი იმაზე,თუ როგორ გამომეყენებინა დარჩენილი სამი სააათი.მერე კი მოვკრებდი ჩემ ქაღალდებს და მშვიდად დავწვებოდი,რომ მომკვდარიყავი.
ის, ვინც უკვდავებას ესაუბრებოდა ,უკვდავებას ეზიარა 1955 წლის 17 აპრილს

Bookmark and Share

About these ads