რა?სად? როდის? თბილისის ჩემპიონატის ძველი კითხვები
13 Dec 2011 Leave a Comment
in თანამედროვე გამონათქვამები Tags: 451 გრადუსი ფარენგეიტით.რეი ბრედბერი.ჟან ბოდრიარი, ბერნარ ვერბერი, ვენერა და მარსი, კალამბური, მერაბ მამარდაშვილი, ნაბუკო (ნაბუხოდონოსორი), ოსტაპ ბენდერი, პოლ მაკარტნი, რა?სად?როდის? უმბერტო ეკო, სოფისტები, უოლტ უიტმენი, ფუკოს ქანქარა, Deep Purple
ერთ-ერთ საიტზე შეკითხვის ავტორი წააწყდა ფიზიკურ ამოცანას, რომელიც დაახლოებით ასე გამოიყურება: პლანეტა ვენერა მთლიანად ღრუბლებითაა დაფარული, ამიტომ მასზე ცხოვრების შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მნათობებზე დაკვირვება. ამოცანა გვეკითხება, თუ როგორ შეიძლება ვენერაზე დადგინდეს იქაური დღის ხანგრძლივობა. ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი, ელემენტარული ხერხია ხელსაწყო, რომლის პირველი საჯარო ჩვენება მოეწყო პარიზის პანთეონში, 1851 წელს. გაიხსენეთ ამავე სახელის გახმაურებული რომანი და დაასახელეთ ამ რომანის ავტორი.
– უმბერტო ეკო (საუბარია ფუკოს ქანქარაზე)
კომენტარი: უმბერტო ეკომ 1989 წელს დაწერა რომანი “ფუკოს ქანქარა”. ფუკოს ქანქარა წარმოადგენს მოწყობილობას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია დავაკვირდეთ პლანეტების მოძრაობას საკუთარი ღერძის გარშემო.
წყარო: 1. http://ru.wikipedia.org/wiki/Маятник_Фуко 2. http://ru.wikipedia.org/wiki/Маятник_Фуко_(роман)
ავტორი: ლევან ცაგარელი
ანტიკური ფილოსოფიისადმი მიძღვნილ ლექციებში მერაბ მამარდაშვილი წერს, რომ ძველ ბერძნულ ფილოსოფიაში ჰერაკლიტე ეფესელი იყო იქსი, სოფისტები კი იგრეკები იყვნენ. საინტერესოა ისიც, რომ გარკვეული თვალსაზრისით, ილფი და პეტროვი იყვნენ იქსები, მათ მიერ შექმნილი პერსონაჟი, ოსტაპ ბენდერი კი – იგრეკი. დაასახელეთ იქსიც და იგრეკიც თუ მათ ერთმანეთისაგან ერთი ასო განასხვავებს.
– აფორისტი და აფერისტი
წყარო: http://psylib.org.ua/books/mamar01/txt05.htm
ავტორი: ლევან ცაგარელი
“XIV-XV საუკუნეებში, ძირითადად [........] ან მუქი წითელი ფერის საქორწინო კაბები იყო მოდაში, რომლებსაც [........] დეკოლტე ამშვენებდა”
თქვენს წინაშეა ნაწყვეტი სტატიიდან, რომელიც საქორწინო კაბების ისტორიას შეეხება და რომელშიც ჩვენ განგებ ორი სიტყვა გამოვტოვეთ.
ერთი წუთის შემდეგ მითხარით რა შეიქმნა 1968 წლის თებერვალში ჰარტფორდში.
პასუხი: ჯგუფი Deep Purple
კომენტარი: გამოტოვებული სიტყვებია მეწამული და ღრმა, ანუ Deep Purple.
წყარო: ბმული1, ბმული2
ავტორი: ირაკლი ნაზღაიძე
რომანში “დიდოსტატის მარჯვენა” გიორგი მეფე მთელი ნაწარმოების განმავლობაში ცდილობს მიაღწიოს საწადელს და (გამოტოვებულია ორი სიტყვა) გაატაროს. ყურადღება შეკითხვა: აღადგინეთ თქვენთვის კარგად ნაცნობი გამოტოვებული ორი სიტყვა.
პასუხი: ღამე შორენასთან
კომენტარი: ასევე ეწოდება ბოლო დროს ძალზედ პოპულარულ ტელეპროექტს იმედის არხზე.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი
. მას შემდეგ, რაც ტანსაცმლის დიზაინერი დონატელა ვერსაჩე დაქორწინდა მოდელ პოლ ბეკზე, დონატელას თავისუფლად შეეძლო გამოეყენებინა ერთი ფრაზა. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ თქვენთვის კარგად ნაცნობი [ქართული] ლიტერატურული პერსონაჟი, რომელსაც ეს ფრაზა ეკუთვნის.
– დათა თუთაშხია.
კომენტარი: ფრაზა შემდეგნაირად ჟღერს: „ვისაც ჩავაცვი მან გამხადა“ .
წყარო: ბმული1 / ბმული2
ავტორი: ანტონ ვაჭარაძე
More
,,შეხვედრა ჩემს ურჩხულებთან-ზიზღი,ვიქექები მათში,ჩასწორებები”_პოლ ვალერი
01 Jun 2011 Leave a Comment
in ლიტერატურული ნაწყვეტები Tags: ბატონი ტესტი.მხატვრული შემოქმედება.ანდრე მორუა, პოლ ვალერი, სოკრატე
მასწავლებლები თავიანთ ძალაუფლებას დაშინებაზე ამყარებენ.ლიტერატურას სალდაფონების თვალით უცქერენ.სიბრიყვე და გულცივობა ,ვგონებ,პროგრამაში უნდა ეწეროთ.მაღალი კლასების მოსწავლეებს სულიერი სიღარიბე და ფანტაზიის სრული უქონლობა ახასიათებთ.ამ კოშმარული სულიერი მდგომარეობიდან იშვა სწავლის მიღებული სისტემისადმი წინააღმდეგობა.
იქნებ ეს ,,წინააღმდეგობა” აუცილებელი არც იყოს მაღალი ინტელექტის ჩამოსაყალიბებლად,მაგრამ დაუკმაყოფილებლის გრძნობის გამოწვევით კი ყველაფრის ხელახალი გადახალისების მოთხოვნილებას აღძრავს
გუბერნატორის არჩევნები-მარკ ტვენი
18 May 2011 1 Comment
in ლიტერატურული ნაწყვეტები Tags: არჩევნები, გაზეთი., გუბერნატორი, დამოუკიდებელთა პარტია, მარკ ტვენი, რესპუბლიკელი, სამუელ კლემენსი, ყალთაბანდი, შიში, ძარცვა
ამ რამდენიმე თვის წინათ დამოუკიდებელთა პარტიამ ჩემი კანდიდატურა წამოაყენა ნიუ-იორკის დიდი შტატის გუბერნატორის თანამდებობაზე.კენჭი უნდა მეყარა მისტერ ჯონ სმითისა და მისტერ ბლენკის წინააღმდეგ,რომელთა კარდიდატურები სხვა პარტიებმა წამოაყენეს.ვგრძნობდი ,რომ ამ ჯენტლმენებთან შედარებით ერთი დიდი უპირატესობა მქონდა შეუბღალავი რეპუტაცია.უბრალოდ რომ გადაგეკრათ თვალი გაზეთებისთვის,მიხვდებოდით,რომ თუკი ოდესმე ჰქონდათ ჩემ მეტოქეებს კარგი სახელი ,ეს დრო უკვე წარსულს ჩაბარებოდა:ათასი ჭუჭყი მოსცხებოდათ ამ ბოლო წლებში.თავი მომქონდა ჩემი უპირატესობით და გახარებული ვიყავი .თუმცა ერთ რამეზე მეთანაღრებოდა გული-ჩემი გვარი ყალთაბანდებთან ერთად უნდა ეხსენებინათ.სულ უფრო და უფრო მაწუხებდა ეს ფიქრი.ავდექი და ბებიაჩემს წერილი მივწერე ასე და ასეა -მეთქი.პასუხს არ დაუგვიანია ,ბებია მწერდა:
,,მთელი შენი დღე და მოსწრება პატიოსნად და სინდისიერად იქცეოდი;ძეხორციელს ვერ ნახავ ,თუნდაც ერთი ბეწო უსინდისობა ახსოვდეს შენი .ეგ შენი მეტოქეები ხო ხედავ ,რა ხალხიც ყოფილან –გაზეთებში ჩაიხედე და გაიგებ.შენ თვითონვე განსაჯე-გეკადრება კი ,თავი დაიმცირო და საჯაროდ შეებრძოლო მაგისთანა ხალხს!”
More
მიტაცებული სახლი – ხულიო კორტასარი
04 May 2011 Leave a Comment
in ლიტერატურული ნაწყვეტები Tags: ხულიო კორტასარი...
სახლი ჩვენ მოგვწონდა.იგი ფართოც იყო და ძველიც(რასაც იშვიათად შეხვდებით ახლა,როცა ძველ სახლებს გამორჩენის თვალით უყურებენ).მაგრამ მთავარი მაინც ის იყო ,რომ იგი ინახავდა ჩვენი წინაპრების ხსოვნას,პაპაჩემისას -მამის მხრიდან,დედაჩემის,მამაჩემის და ბავშვების ხსოვნას.
მე და ირენე მარტო ყოფნას მივეჩვიეთ.თუმცა,რასაკვირველია ,ეს სისულელე იყო,-ჩვენს სახლში ბარე რვა კაცი დაეტეოდა.შვიდ საათზე ვდგებოდით,იქაურობას ვალაგებდით,დაახლოებით თერთმეტ სააათზე მე ქურასთან ვიწყებდი ტრიალს,დარჩენილ ორ-სამ ოთახს კი მისალაგებლად დას ვუტოვებდი.ზუსტად შუადღისას ვსაუზმობდით,ამის მერე ჭურჭლის დარეცხვის გარდა საქმე აღარაფერი გვქონდა.მაგიდასთან შემომსხდრებს გვიყვარდა ჩვენს დიდსა და მყუდრო სახლზე ფიქრი,ფიქრი იმაზე,სხვის დაუხმარებლად როგორ მშვენივრად ვუძღვებოდით აქაურობას .ხანდახან გვეგონა,რომ სწორედ ამ სახლის გადამკიდენი დავრჩით მარტონი.ირენემ სრულიად უმიზეზოდ უთხრა უარი ორ საქმროს,ჩემი მარია ესთერი კი დაწინდვამდე გარდაიცვალა.ორივენი ორმოცს ვიყავით მიტანებულნი და თითოეულს ჩვენდათავად გვჯეროდა,და ძმის უშფოთველი და გულითადი ურთიერთობით დავასრულებდით ამ სახლის ყოფილ ბინადართა საგვარეულოს:ვფიქრობდით,ოდესმე ,აქ დავიხოცებით,სახლს კი ჩვენი უცხვირპირო შთამომავლობა დაეპატრონებოდა და ქვითა და მიწით სარგებლობის გულისათვის ნანგრევებად აქცევდა მას.ან სანამ გვიან არ იყო,იქნებ ჩვენ თვითონ დაგვენგრია? More
,,სიყვარულის მონები ” – კნუტ ჰამსუნი
30 Apr 2011 2 Comments
in ლიტერატურული ნაწყვეტები Tags: კნუტ ჰამსუნი, სიყვარულის მონები
ეს ყელაფერი გულის მოსაოხებლად,დღეს თავად დავწერე.სიცოცხლის ხალისი აღარ მაქვს.დავკარგე სამსახური და,საერთოდ,ყველაფერი.ადრე კაფე ,,მაქსიმილიანში” ვმუშაობდი.
ნაცრისფერ კოსტიუმში გამოწყობილი მამაკაცი ორ მეგობართან ერთად ყოველ საღამოს მოდიოდა და ჩემს ერთ-ერთ მაგიდასთან ჯდებოდა.კაფეს,როგორც წესი ,ბევრი ადამიანი სტუმრობდა და ჩემთვის ორიოდე თბილ სიტყვას არავინ იშურებდა,არავინ მის გარდა.მაღალი იყო ,გამხდარი ,რბილი შავი თმითა და ცისფერი თვალებით,რომლებიც იშვიათად,მაგრამ მაინც მამჩნევდნენ.ზედა ტუჩს ოდნავ შესამჩნევი ღინღლი უფარავდა.თავიდანვე ეტყობოდა ,რომ დიდად არ ვეპიტნავებოდი.მთელი კვირა ყოველ საღამოს მოდიოდა.მივეჩვიე და როცა არ იყო ,თითქოს რაღაც მაკლდა.ერთხელაც საერთოდ არ მოვიდა.ადგილს ვერ ვპოულობდი .მთელი კაფე შემოვირბინე და უეცრად მოპირდაპირე მხარეს ერთ-ერთი დიდი სვეტის უკან მივაკვლიე.მაგიდასთან მსახიობ ქალთან ერთად იჯდა.ქალს ყვითელი კაბა ეცვა და გრძელი,იდაყვებამდე ხელთათმანები ეკეთა.ძალიან ახალგაზრდაა,მშვენიერი თაფლისფერთვალება.მე კი ლურჯი ფერის თვალები მაქვს. More
,,პატარა უფლისწული მოკვდა ,გაუმარჯოს პატარა უფლისწულს!”
03 Mar 2011 1 Comment
in Uncategorized Tags: ანტუან სენტ ეკზიუპერი, დეკარტი, კონსუელო, ლეონ ვერტი, პასკალი, პატარა უფლისწული, საფრანგეთი.
პატიებას ვითხოვ ბავშვებისაგან, რომ ეს წიგნი დიდს მივუძღვენი. მე სერიოზული მიზეზი მქონდა ამისთვის: იგი ჩემი საუკეთესო მეგობარია ამქვეყნად. მაგრამ მე სხვა მიზეზიც მქონდა: ამ დიდს ყველაფერი ესმის, ბავშვებისთვის დაწერილი წიგნებიც კი. და კიდევ ერთი მესამე მიზეზიც: იგი საფრანგეთში ცხოვრობს, სადაც მას შია და სცივა. მას გამხნევება სჭირდება. და თუ ყველა ეს საბუთი საკმარისი არ არის, მაშინ მე ამ წიგნს მივუძღვნი ბავშვს, რომელიც ამ სრულასაკოვან ადამიანად იქცა. ყველა დიდი ხომ ბავშვი იყო ოდესღაც (მაგრამ ძალიან ცოტას ახსოვს ეს). ამიტომ მე ასე შევასწორებ ჩემს მიძღვნას:
ლეონ ვერტს.
როდესაც ის პატარა ბიჭი იყო.
,,ბავშვობის მოგონება,ჩვენი ენისა და თამაშების სამყარო,ყოველთვის უსაზღვროდ რეალურად მოგეჩვენება ,ვიდრე რომელიმე სხვა”-სწერდა ანტუანი დედას .
,,ადამიანი მხოლოდ იმას ამჩნევს სამყაროში, რაც თვითონ მის არსებაშია მოცემული, საჭიროა გარკვეული გაქანება, რომ იგრძნო ვითარების პათეთიკურობა და ყური მიუგდო, რას გამოხატავს იგი.
მხოლოდ სული აქცევს თიხას თავისი შეხებით ადამიანად.
ჭეშმარიტება არის ის, რაც ყველაფერს ამარტივებს.
მე ადამიანის არც აწონვა შემიძლია და არც გაზომვა… არ ვიცი, როგორ გავარკვიო სამართლიანობა. ერთადერთი საკითხია: როგორი სტრუქტურა უფრო უწყობს ხელს შემოქმედებასა და სულიერ ცხოვრებას? ბევრი იმაში ცდება, რომ ფიქრობს, ადამიანის გაზომვა შევძელიო”-წერდა თავის უბის წიგნაკში სენტ ეკზიუპერი
Moreორი საათი რეზერვუარში – ИОСИФ БРОДСКИЙ
04 Feb 2011 2 Comments
in ლიტერატურული ნაწყვეტები Tags: ანტიფაშისტი, დოქტორ ფაუსტი, ვახუშტი კოტეტიშვილი, იოსიფ ბროდსკი, კატეხიზმო, ნიცშე, პუშკინი, სანსკრიტი, ფრენსის ბეკონი
მე ვჭმუნავ, ეშმავ…
ა. ს. პუშკინი ვახუშტი კოტეტიშვილის თარგმანი
I
ვარ ანტიფაშისტი და ანტიფაუსტი.
იჰ ლიბე ცხოვრება უნდ აინ ქაოსი.
დას ისტ სასურველი, მაინ ოფიცირენ,
დემ ცაიტ ცუმ ფაუსტ ცოტა შპაცირენ.
II
არ დანებდა პოლონელთა ფანდებს.
მოენატრა თავის ფატერლანდი.
იზიდავდა სიბრძნის დიამანტი.
აეჭვებდა საკუთარი ანდე.
არ უფრთხოდა ქალებს, როგორც ღოლოს.
სექსზე ცხარედ მოკამათე, ბოლოს
ფაკულტეტზე თამაშობდა პოლოს.
შეისწავლა ბანქოს კატეხიზმო.
შემდეგ კარტეზიანიზმი იძმო.
ეგო არტეზიანიზმიც იზმო
ღრმად და აღარ სურდა კვლავაც ზევით.
სულ არ ჰგავდა იგი კლაუზევიცს,
ვერა ფლობდა ხრიკებს ბრძოლა-ზავთა,
რადგან ფატერ მას დურგალი ჰყავდა. More






